ბოლო ინფორმაციით, რუსეთში მოთამაშე კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშს უახლოეს მომავალში შეძლებს.
აღნიშნულის შესახებ კომენტარს თავად ფეხბურთელიც აკეთებს, რომელიც ამავე ფაქტში უცნაურს ვერაფერს ხედავს:
"ქართული პასპორტი სექტემბერში ავიღე. ახლა ფედერაციას ველოდები, რომელმაც ფიფაში განაცხადი უკვე შეიტანა. ისინი მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით დაცდა მომიწევს."
"ვიზრდები და ნელ-ნელა ცხოვრებისადმი შეხედულებები მეცვლება. ახლა საქართველოში თამაში მინდა" - თქვა მარადიშვილმა
ცნობისთვის, მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარადიშვილმა არჩევანი რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებზე გააკეთა, ახლა კი მას საქართველოში თამაში სურს, რასაც ბევრი ქართველი ქომაგი მკაცრად ეწინააღმდეგება.