მადრიდის "რეალმა" ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" დაამარცხა, 4:1, და ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.
შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა მადრიდელთა შემტევმა, ვინისიუს ჯუნიორმა, რომელმაც ერთ-ერთი გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
მაშინ როცა ბრაზილიელი დარტყმის შესასრულებლად ემზადებოდა, მასთან მეტოქე გუნდის თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მივიდა და "გაესაუბრა"
- ლევანდოვსკი: "პენალტს შენ ურტყამ?"
- ვინისიუსი : "დიახ"
- ლევანდოვსკი: "დაარტყი, მაშინ"
პოლონელის ამ მცირე "მანიპულაციის მცდელობამ" ვერ იმუშავა და ვინიუსმაც აღნიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა.