"ვაისის მადლობელი ვარ, ის ფორმის დაბრუნებაში დამეხმარა" - გიორგი ჩაკვეტაძე » სპორტის ხაზი

"ვაისის მადლობელი ვარ, ის ფორმის დაბრუნებაში დამეხმარა" - გიორგი ჩაკვეტაძე

"ვაისის მადლობელი ვარ, ის ფორმის დაბრუნებაში დამეხმარა" - გიორგი ჩაკვეტაძე
26-10-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე "სლოვან ბრატისლავა" საკუთარ მოედანზე "პიუნიკ ერევანს" მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში, ქართველების გუნდი ფლეიოფისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს. დღევანდელი მონაცემებით, ჯგუფს "ბაზელი" 7 ქულით ლიდერობს, რომელსაც სომხები მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ვაისის გუნდს, ის მესამე პოზიციას 5 ქულით იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე "ჟალგირისი" 4 ქულითაა. ამდენად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ყველა გუნდს აქვს და ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებულია.

სწორედ მოახლოებული შეხვედრისა და ვლადიმერ ვაისის შესახებ ისაუბრა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც სლოვაკ სპეციალისტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა: "პიუნიკ ერევანთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება და თუ ჯგუფიდან გასვლა გვსურს, მაშინ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ამიტომ, შეხვედრაზე ბოლომდე ფოკუსირებულები ვართ და მხოლოდ მოგება გვსურს. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ კონდიციებს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვატყობ, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვძლიერდები. ამ ყველაფრისთვის, მსურს, რომ დიდი მადლობა ვლადიმერ ვაისს გადავუხადო, რადგან დრო მომცა და ნდობა გამომიცხადა, მის მხარდაჭერას ცალსახად ვგრძნობ." - გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო 4 შეხვედრაში 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ნათლად ადასტურებს ფაქტს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძველ ფორმას თანდათანობით უბრუნდება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი