"არ მესმის რატომ დატოვა მეცი გიორგიმ" - კობიაშვილი მიქაუტაძეზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"არ მესმის რატომ დატოვა მეცი გიორგიმ" - კობიაშვილი მიქაუტაძეზე საუბრობს

"არ მესმის რატომ დატოვა მეცი გიორგიმ" - კობიაშვილი მიქაუტაძეზე საუბრობს
3-01-2024, 12:53
Aa Aa
გაზიარება:

ტელეკომპანია "იმედში" სტუმრად იმყოფებოდა სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელმაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე საუბართან ერთად კომენტარი გიორგი მიქაუტაძის სიტუაციაზეც გააკეთა:

"გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ აიაქსია, დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა მეციდან, იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა აიაქსი შენით ინტერესდება და ამხელა თანხას იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის."

"აიაქსიც მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს"
, – თქვა კობიაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლოდროინდელი ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე მეცში იჯარით უნდა დაბრუნდეს და დარჩენილი სეზონი ყოფილ კლუბში უნდა გაატაროს.





კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი