"უცხოელებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა" - შახტარში გოჩოლეიშვილს აქებენ » სპორტის ხაზი

"უცხოელებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა" - შახტარში გოჩოლეიშვილს აქებენ

"უცხოელებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა" - შახტარში გოჩოლეიშვილს აქებენ
31-12-2023, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ უკრაინულ მედიაში სტატია გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ გამოქვეყნდა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოს ნაკრებისა და შახტარის განაპირა მცველი უკრაინულ გუნდში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა:

"თავდაპირველად მასზე ცოტა უფრო დიდი მოლოდინები იყო, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ გოჩოლეიშვილის ტრანსფერი წარუმატებელია."

"გიორგი უკეთესი გახდება მაშინ, თუ ის მეტ სტაბილურობას შეიძენს. მისი ეს პრობლემა განსაკუთრებით ევროთასებზე გამოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი მაინც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს."

"გიორგის ამ დრომდე 30 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა."

"თუ მხედველობაში შახტარის ლეგიონერებს ავიღებთ, მაშინ გიორგი გოჩოლეიშვილი ყველასგან და ყველაფრისგან უნდა გამოვარჩიოთ"
, - ვკითხულობთ სტატიაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი