"ხვიჩა საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს" - ნონა გაფრინდაშვილი კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს" - ნონა გაფრინდაშვილი კვარაცხელიაზე საუბრობს

"ხვიჩა საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს" - ნონა გაფრინდაშვილი კვარაცხელიაზე საუბრობს
25-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და განაცხადა.

"კვარა პირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობ. ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სწორად ხედავს პრიორიტეტებს და იცის რაზე იმუშაოს.

ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა", მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვხედავთ, რომ კვარაცხელია სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს, რაც მალე მას სრულყოფილ ფეხბურთელად აქცევს."
- თქვა გაფრინადშვილმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში 21 წლის შემტევის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი