"იქ კიტეიშვილი თამაშობს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია" - ვაისი შტურმთან დაპირისპირებაზე » სპორტის ხაზი

"იქ კიტეიშვილი თამაშობს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია" - ვაისი შტურმთან დაპირისპირებაზე

"იქ კიტეიშვილი თამაშობს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია" - ვაისი შტურმთან დაპირისპირებაზე
19-12-2023, 12:59
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ კონფერენს ლიგის საპლეიოფო წილისყრაში ქართველების სლოვან ბრატისლავა გზად ოთარ კიტეიშვილის შტურმს გადაეყარა, რის შესახებაც კომენტარი სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გააკეთა:

"ვხვდებით გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მასთან მუშაობის გამოცდილება საქართველოს ნაკრებში მქონდა."

სხვათაშორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ის გუნდი დაასახელა, რომელთან თამაშსაც პირველ რიგში ისურვებდა:

"სიმართლე გითხრათ, ყველას გვსურდა, რომ ჩვენი მეტოქე ამსტერდამის აიაქსი ყოფილიყო, რადგან ასე უდიდეს გამოცდილებას მივიღებდით, თუმცა შტურმიც საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება. ისინი შიდა ჩემპიონატში მხოლოდ ზალცბურგს ჩამორჩებიან, რაც თავისთავად მეტყველებს, რომ დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ", - თქვა ვლადიმერ ვაისმა

ცნობისთვის, შტურმისა და სლოვანის დუელის პირველი მატჩი 15 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი 1 კვირაში შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი