ინგლისური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ჩელსი", "სიტი", "იუნაიტედი" და "ნიუკასლი" ხვიჩა კვარაცხელიათი არიან დაინტერესებულნი და ქართველის კლუბში ხილვა სურთ.
გამოცემა 90Min-დან ვიგებთ, რომ პრემიერლიგელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების დაპირისპირებაზე , საკუთარი სკაუტები ჰყავდათ გაშვებული, რათა ფეხბურთელს უშუალოდ სტადიონიდან დაკვირვებოდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა გარემარბმა აღნიშნულ შეხვედრაში, გიორგი ჩაკვეტაძის ოსტატური საგოლე გადაცემა, ლამაზად დაასრულა და ქართველი გულშემატკივარი გაახარა.