"ის არის და იქნება ისტორია" - კრიშტიანუ რონალდუს და სოციალურ ქსელში ერიკ ტენ ჰაგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

"ის არის და იქნება ისტორია" - კრიშტიანუ რონალდუს და სოციალურ ქსელში ერიკ ტენ ჰაგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

"ის არის და იქნება ისტორია"  - კრიშტიანუ რონალდუს და სოციალურ ქსელში ერიკ ტენ ჰაგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
22-10-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა 37 წლის ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდიდან მოკვეთა, იმ არასპორტული საქციელის გამო, რაც პორტუგალიელმა "ტოტენჰემთან" მატჩის დასრულებამდე გააკეთა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში სუპერვარსკვლავის და, კატია ავეირო გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:

"ის არის და იქნება ისტორია. ბიბლიაში არის ლექსი, რომელიც ამბობს: "ეს კაცი გადმოგცემთ თქვენ ღვთის განზრახ გეგმითა და წინასწარი შეგნებით და თქვენ ბოროტი ადამიანების დახმარებით მოკალით იგი ლურსმნებით.

ჩემმა ძმამ შეასრულა დაპირება, რომელიც მან 13 წლის ასაკში დედას და და-ძმებს მისცა. ეს იყო ბიჭი, რომელსაც დასცინოდნენ, დასცინოდნენ სიღარიბის და ალკოჰოლიკ მამის გამო.

„ვგრძნობ თავს პრივილეგირებულად, რომ დავიბადე იმავე ოჯახში, სადაც ეს ადამიანი. კრიშტიანუ უბრალოდ არ იმსახურებდა ამას, ის ფეხბურთის ლეგენდაა." -
თქვა კატია ავეირომ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს "წითლების" ლეგენდა "ჩელსის" წინააღმდეგ გუნდს ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით გაურკვეველია მისი მომავალი ამ მატჩის შემდეგაც, თუმცა როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა ის რონალდუსთან შეხვედრას გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი