"მიქაუტაძე სწორ ადგილას მოხვდა და ათამაშდება" - მეცის დირექტორი » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძე სწორ ადგილას მოხვდა და ათამაშდება" - მეცის დირექტორი

"მიქაუტაძე სწორ ადგილას მოხვდა და ათამაშდება" - მეცის დირექტორი
24-11-2023, 19:51
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდურ მედიაში გიორგი მიქაუტაძეზე აქტიურად იწერეა, ამჯერად, ქართელ ფეხბურთელზე მისმა ყოფილ გუნდის დირექტორმა პიერ დრეოსიმ ისაუბრა.

"მიქაუტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია, მას არ აქვს ფორვარდისთვის დამახასიათებელი აღნაგობა, მაგრამ ბურთთან ერთად იმდენად სწრაფია, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია თავის დაღწევა, აგრეთვე კარგი დრიბლინგი და საჯარიმოს ფორვარდისთვის დამახასიათებელი უნარები აქვს.

მჯერა, რომ მიქაუტაძეს სეზონში 20-ზე მეტი გოლის გატანა შეუძლია, იმ შემთხვევაში თუ მას მისთვის ჩვეულ პოზიციაზე ათამაშებენ.

გიორგი ძალიან ერთგულია, მაშინ როცა ყველამ იცოდა, რომ ის კლუბს დატოვებდა მაინც ითამაშა სეზონის პირველი სამი შეხვედრა და კლუბს დაეხმარა, ასეთ დროს ფეხბურთელები ტრავმის შიშით მოედანზე არ გამოდიან, მიქაუტაძე ასე არ მოიქცა, რაც დასაფასებელია.

"აიქსში'' გადასვლა მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, დარწმუნებული ვარ, ამ გარიგებით ორივე მხარე იხეირეს.
- ვკითხულობთ Ajaxshowtime-ზე.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე აიაქსში ამ ზაფხულს გადაბარგდა და 6 მატჩში ჯერ საგოლე მოქმედებით ვერ გამოირჩა, რაც მისთვის უჩველო სათამაშო პოზიციითა და კლუბში არსებული სიტუაციით აიხსნება, რაც შეეხება "მეცს" - ლიგა 1-ში ჩატარებულ სამ შეხვედრაში გიორგიმ ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი