"ყველანი მიყვარხართ" - ვილი სანიოლის მიმართვა ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს » სპორტის ხაზი

"ყველანი მიყვარხართ" - ვილი სანიოლის მიმართვა ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს

"ყველანი მიყვარხართ" - ვილი სანიოლის მიმართვა ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს
8-07-2024, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა - ვილი სანიოლის გუნდმა მოახერხა და ურთულესი F ჯგუფიდან გააღწია, საბოლოოდ კი მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მიმართავს.

"როგორი გამოცდილება!!! მთელი ქვეყანა გაერთიანდა ეროვნული ნაკრების გარშემო. მადლობა თითოეულ ნამდვილ ქართველ ქომაგს ფანტასტიური მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, ყველანი მიყვარხართ", - წერს სანიოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი