ახალი შანსი - ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზეა » სპორტის ხაზი

ახალი შანსი - ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ახალი შანსი - ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზეა
3-03-2025, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველი მასტერსის ტურნირის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი იქნება, შეხვედრა 4 მარტსაა ჩანიშნული.

გარდა ამისა, ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ნიკოლოზს სლოვაკ კოვალიკისსა და იაპონელ უჩიამას შორის გამარჯვებულის ძლევაც მოუწევს.

ცნობისთვის, 33 წლის ბასილაშვილი ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი