თბილისი 24-დან 26 მარტის ჩათვლით ძიუდოს ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი გრანდ სლემს მასპინძლობს. როგორც IJF გვამცნობს, აღნიშნულ ტურნირზე 28 ქართველი ძიუდოისტია რეგისტრირებული. მათი შემადგენლობა ასეთია:
– 60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, ნიკა ხუზაურაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუშაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
– 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
– 81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი, ლევან გუგავა, გიორგი ჯაბნიაშვილი.
– 90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური.
– 100 კგ: ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ერეკლე ბაზიერიშვილი, მიხეილ ჯაფარიძე,
+ 100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.