შავდათუაშვილმა გამარჯვებით დაიწყო, ლიპარტელიანი კი 1/4-ფინალშია » სპორტის ხაზი

შავდათუაშვილმა გამარჯვებით დაიწყო, ლიპარტელიანი კი 1/4-ფინალშია

შავდათუაშვილმა გამარჯვებით დაიწყო, ლიპარტელიანი კი 1/4-ფინალშია
დღეს, 14:41
Aa Aa
გაზიარება:

ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მშვენივრად შეხვდა და 1/4-ფინალში გავიდა.

მერვედფინალში ლიპარტელიანმა IJF-ის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვა დაამარცხა, ნახევარფინალში კი ეთერი აზერბაიჯანელსა და შვეიცარიელს შორის უკეთესს შეხვდება.

რაც შეეხება შავდათუაშვილს (73კგ), მან ჩეხი კარიმოვი 1/16-ფინალში შიდოებით დამატებით დროში დაამარცხა და მერვედში თურქ გილოღლუს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღის ფინალური ბლოკი სათავეს 18:00 საათიდან აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი