ქართული ძიუდოს ლეგენდამ, შოთა ხაბარელმა ლაშა ბექაური საჯაროდ შეაქო. აი, რა თქვა მან ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონზე:
ვფიქრობ, ლაშა ბექაურს ყველაფერი აქვს, რაც მაღალი დონის ძიუდოისტს უნდა გააჩნდეს. მას აქვს ხასიათი, ტექნიკა, ტაქტიკა, შემართება.. ყველაფერი ეს ამ ბიჭშია თავმოყრილი.
როგორც მე ვიცი, ტატამზე გასვლის წინ ბექაურს გუჯეჯიანი ქართულ სიმღერებს ასმენინებს, რის ხარჯზეც ის კიდევ უფრო დიდი მოტივაციით ივსება.
მან ადრე თქვა, რომ 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონობა სურდა. ამაზე ადრე მეცინებოდა, ახლა კი სავსებით რეალური მგონია.
- თქვა ხაბარელმა.