საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა გააკრიტიკა.
ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ოლიმპიური თამაშები ასოცირდება ერთიანობასთან, თანასწორობასთან, ურთიერთპატივისცემასთან. ის, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვნახეთ, ყოვლად დაუშვებელია.
- თქვა ლიპარტელიანმა.
ცხადია, ვარლამის სიტყვები მსაჯების იმ მოპყრობას მიემართება, რომელსაც ისინი ქართველი სპორტსმენების მიმართ იჩენენ.
სანდრო ბაზაძემ ფარიკაობაში შეხვედრა მსაჯების დაუდევრობის გამო წააგო, რამდენიმე საათის წინ კი გურამ თუშიშვილი ტურნირიდან მხოლოდ იმის გამო მოხსნეს, რომ მან ტედი რინერს უღირს საქციელზე ღირსეული პასუხი გასცა.