ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს 17-წლამდე ტურნირში ვახტანგ ლოლუა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, საბოლოოდ ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ლაუინას 8:0 მოუგო. ფინალში ლოლუას მეტოქე აზერბაიჯანელი აიხან ჯავადოვი იქნება.
2022 წელს ზაგრებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 14 წლის ლოლუამ ევროპის 15-წლამდე და 17-წლამდე ჩემპიონატები მოიგო.