ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, წლების წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანზე, ლაშა ტალახაძეზე ისაუბრა.
"არგენტინელები ამაყობენ, რომ მათ ლიონელ მესი ჰყავთ, პორტუგალია რონალდუთი ამაყობს. ჩვენ ასე გვყავს ლაშა . უძლიერესი ქართველი სპორტსმენია, ძალიან მაგარი პიროვნება. ამ კაცზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა.
მას ჯერ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია.", - განაცხადა გენომ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილმაც და ლაშა ტალახაძემაც უმაღლესი სინჯის, ოქროს მედლები აიღეს.