რიოს (ბრინჯაო) და ტოკიოს (ვერცხლი) ოლიმპიადების შემდეგ, გენო პეტრიაშვილმა მიზანს მიაღწია, და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე, ქართული ნახევარფინალი გაიმართა, სადაც პეტრიაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა (7:0) - გენოს ფინალში გასვლის შემდეგ კი მეშვილდიშვილი რეპეშაჟში გადავიდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მეშვილდიშვილი ერთი წლის წინ, შოვის ტრაგედიის დროს მშობლიურ რაჭაში იმყოფებოდა და ხალხის გადარჩენას ცდილობდა - როგორც აღმოჩნდა, გიორგი შოვის ტრაგედიის ერთ-ერთი გმირია, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იყო.
ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე კი ქართველმა სპორტსმენმა აზერბაიჯანს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა, დაჯილდოების დროს კი გენოსთან ერთად საქართველოს ჰიმნიც შეასრულა.
"ტყიდან გამოვარდა გოლიათი, რომელიც მშველელად მოგვევლინა, ტალახში შევარდა და გამოყვანა დაიწყო ხალხის'' - ამას შარშანდელი შოვის ტრაგედიდან ყვებოდა თვითმხილველი ხალხი.
ესაა აზერბაიჯანის სახელით რომ ასპარეზობს ეს დიდი გულის ბიჭი, ონში დაბადებული ჩემპიონი გიორგი მეშვილდიშვილი.
საამაყო ბიჭია ნამდვილად! მეც განსაკუთრებით მეამაყება ვაჟკაცი ჩემი რაჭიდან!", - წერს მაკა მუკვანი სოციალურ ქსელში.