როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომელ კომპანია "აიისამ" პრეზერვატივებზე ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოსახა.
ამ ამბავს, ქართველი ინტერნეტ ბლოგერი, დომენიკ მანგო გამოეხმაურა, რომელმაც თავის სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა:
"ნაპოლიმ დადო თავის გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო, რომელიც პრეზერვატივზე დაახატა აიისამ. მგონი არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ, ფეხბურთელი წარმატებას აღწევდეს და მის ქვეყანაში კონდომზე ახატავდნენ მას. შეიძლება საქართველოში ეს მოსულა და ვიღაცაებს გეცინებათ კიდეც ამაზე, მაგრამ მსოფლიომ ნამდვილად არ იცის ქართული “იუმორის” წახნაგები." - წერს დომენიკ მანგო.