ნოიერის კომენტარი "რეალთან" დამარცხების შემდეგ » სპორტის ხაზი

ნოიერის კომენტარი "რეალთან" დამარცხების შემდეგ

ნოიერის კომენტარი "რეალთან" დამარცხების შემდეგ
9-05-2024, 13:46
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგიაზე მარცხის შემდეგ მანუელ ნოიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"წარმოუდგენლად მწარე შეგრძნებაა, როდესაც 1/2 ფინალიდან ამ ტურნირს ხელცარიელი ეთიშები და სახლში ისე მიდიხარ. ცალი ფეხი "უემბლიზე" გვქონდა გადადგმული, თუმცა მადრიდელებმა შეუძლებელი შეძლეს და გაიმარჯვეს.

"მაქსიმალურად დავიხარჯეთ, მაგრამ ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც ასე გვსურდა. ყველა ფეხბურთელი მოტივირებული იყო, თანაც, გამარჯვებასთანაც ასე ახლოს ვიყავით. ვისაც ამ ეტაპზე უთამაშია, ყველასთვის წამოსადგენია ახლა რას ვგრძნობთ", - აცხადებს ნოიერი.

ცნობისთვის, პირველი გოლი ხოსელუმ მანუელს მისი შეცდომის შემდეგ გაუტანა, როდესაც გერმანელმა მეკარემ ბურთის ხელებში დაჭერა ვერ შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი