მორინიოს ყოფილ გუნდში დაბრუნება სურს, მაგრამ... » სპორტის ხაზი

მორინიოს ყოფილ გუნდში დაბრუნება სურს, მაგრამ...

მორინიოს ყოფილ გუნდში დაბრუნება სურს, მაგრამ...
7-05-2024, 17:29
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისურ მედიაში ჟოზე მოურინიოსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ახალი ცნობები გავრცელდა.

ტენ ჰააგისა და "წითელი ეშმაკების" ურთიერთობა კარგად ვერ მიდის, ვინაიდან და რადგანაც დიდია იმის ალბათობა, რომ გუნდი ევრო სარბიელის გარეშე დარჩეს, რადგან ისინი მე-8 ადგილზე იმყოფებიან, ევროპა ლიგის ზონას 6, ხოლო კონფერენს ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩებიან.

ერთადერთი დადებითი რამ მათთვის ამ სეზონში FA თასის ფინალია, რომელიც მათ 25 მაისს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ აქვთ გასამართი.

თუმცა არამგონია ამ თასმა დიდად მოახდინოს გავლენა ტენ ჰააგის დარჩენა არ დარჩენის საკითხზე და მისი შემცვლელისთვის ძებნა უკვე დაწყებულია.

ჟოზე მოურინიომ სანდო წყაროს განუცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება კვლავ სურს, რასაც "Manchester Evening News" იუწყება, მაგრამ თავად "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას ეგ ნამდვილად არ სურს.

ცნობისთვის, პორტუგალიელი სპეციალისტი "იუნაიტედს" 2016 წლიდან წვრთნიდა, სანამ 2018 ში არ გაათავისუფლეს. ამ დროს მან მოიგო EFL თასი, ევროპა ლიგა და 2017/18 წლის სეზონში პრემიერ ლიგის ვიცე ჩემპიონი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი