ხვალ გაიმართება სერია ა-ს ტურის ბოლო შეხვედრა უდინეზესა და ნაპოლის შორის, სადაც ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საეჭვო იყო.
კვარაცხელიამ გუნდის მიერ ჩატარებული ორი ვარჯიში გამოტოვა. მას მარცხენა ბარძაყი აწუხებს და მხოლოდ ინდივიდუალურად, დარბაზში ვარჯიშობს.
დღეს გამოქვეყნდა ოფიციალური სამატჩო განაცხადი, სადაც ვერ ვხედავთ კვარაცხელიას, ასე რომ ხვიჩა უდინეზესთან მატჩში არ იქნება.