"ზურიკოს ბოლო მატჩებს ვუყურე, მიქაუტაძე ნიჭიერი ფეხბურთელია..." - სანიოლი ქართველებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ზურიკოს ბოლო მატჩებს ვუყურე, მიქაუტაძე ნიჭიერი ფეხბურთელია..." - სანიოლი ქართველებზე საუბრობს

"ზურიკოს ბოლო მატჩებს ვუყურე, მიქაუტაძე ნიჭიერი ფეხბურთელია..." - სანიოლი ქართველებზე საუბრობს
27-04-2024, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი After Football-ს ესტუმრა, სადაც ორ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

"ზურიკო დავითაშვილის ბოლო მატჩებს ვუყურე, სტადიონზეც ვიყავი, სადაც მისი ლამაზი გოლი და პასი ვნახე. ვფიქრობ, ის შესანიშნავი მოთამაშეა. საქართველოში სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან. მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მათ კომპლექსებისგან გაათავისუფლებს. ისინი აღარ ითვლებიან იმ ქვეყნის ნაკრების წევრებად, რომელსაც დიდ ტურნირზე არასოდეს უთამაშია და ყოველთვის აგებდა. ვფიქრობ, ეს ბევრზე დადებითად იმოქმედებს.

რაც შეეხება დავითაშვილის განვითარებას, ეს გულშემატკივარმა ბოლო საკლუბო მატჩებში იგრძნო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში უფრო მოძლიერდა და უფრო ეფექტური გახდა. თავი გასავარდ ზონას თავი დავაღწიეთ, ამაში დავითაშვილის წვლილი დევს.

მიქაუტაძე ნიჭიერი ფეხბურთელია. ცოტა გვიან გაიხსნა. მან კარგად გააცნობიერა, რომ წარმატებისთვის ბევრი შრომაა საჭირო. აიაქსმა, მარცხმა, გიორგი კიდევ უფრო გაზარდა."
- აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი