რა შემთხვევაში შეეცდება "ლივერპული" კვარას გადაბირებას » სპორტის ხაზი

რა შემთხვევაში შეეცდება "ლივერპული" კვარას გადაბირებას

რა შემთხვევაში შეეცდება "ლივერპული" კვარას გადაბირებას
17-04-2024, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ იურგენ კლოპმა მიმდინარე სეზონის ბოლოს "ლივერპულის" დატოვება უკვე დააანონსა.

ეს ფაქტი გუნდში ბევრ რამეს შეცვლის. არის იმისი ალბათობაც, რომ მოჰამედ სალაჰმაც მიაშუროს რომელიმე სხვა კლუბს, თუნდაც საუდის არაბეთის პრო ლიგისას.

იმ შემთხვევაში, თუ ეგვიპტელი ფეხბურთელი "მერსისაიდელებს" გამოემშვიდობება, მის ერთ-ერთ შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელია მოიაზრება.

გამოცემა "footballtransfers" იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საპირისპირო ფლანგის მიუხედავად იგი მაინც შეძლებს, რომ მოჰამედის ადგილას ითამაშოს და გუნდს იმაზე არანაკლებ ულიდეროს, როგორც ამას ეგვიპტელი აკეთებს.

ქართველი ფეხბურთელის გარდა სალაჰის შემცვლელად სხვა ფეხბურთელებიც მოიაზრებიან: იერემი პინო, იოჰან ბაკაიოკო, კრისენსიო სამერვილი და ალექსის საელემეკერსი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი