IJF ახალ რეიტინგს აქვეყნებს - რა პოზიციას იკავებენ ქართველი ბებრძოლები » სპორტის ხაზი

IJF ახალ რეიტინგს აქვეყნებს - რა პოზიციას იკავებენ ქართველი ბებრძოლები

IJF ახალ რეიტინგს აქვეყნებს - რა პოზიციას იკავებენ ქართველი ბებრძოლები
29-04-2024, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ 25-27 აპრილის განმავლობაში ევროპის ძიუდოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა რამდენიმე ქართველმა მიიღო და ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე მეტი, 7 მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი გაანახლა, რაც ქართველ ძიუდოისტებზე კარგად აისახა.

ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ 90კგ წონით კატეგორიაში ევროპაზე ბრინჯაოსა და მოქმედი ოლომპიური ჩემპიონის წოდების მფლობელმა ლაშა ბექაურმა ლიდეროპა მოიპოვა. ამრიგად იგი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა 90კგ წონის კატეგორიის მებრძოლთა შორის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლიდერობა ლაშამ აგრეთვე ქართველ მებრძოლ ლუკა მაისურაძეს წაართვა, რომელიც დისკვალიფიცირებულია და მიმდინარე წლის ბოლოს დაბრუნდება. ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ლუკას ადგილი ისევ ქართველმა დაიკავა და არა სხვა ეროვნების მებრძოლმა.

ოქროს მედლის მოპოვებით ვაჟა მარგველაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მე-10 ადგილიდან მე-4-ზე გადაინაცვლა 66 კგ წონით კატეგორიაში.

მეორე ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა, ამჯერად შავდათუაშვილი 350 მომატებული სარეიტინგო ქულით 73 კგ წონით კატეგორიაში უცვლელად დარჩა მე-6 ადგილზე.

81 კილო ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მეორე ნომრობა განიმტკიცა. იგი ამჟამად მხოლოდ მატია კასეს ჩამორჩება, რომელსაც 8392 ქულა აქვს, ტატოს კი 7015. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გრიგალაშვილი 24 წლის ასაკში ზედიზედ მესამედ გახდა ევროპაზე ოქროს მფლობელი.

ილია სულმანიძემ 100 კგ-იან წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე და წონის ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. მეორე ადგილოსან აზერბაიჯანელ კონკურენტს 1,183 სარეიტინგო ქულით უსწრებს.

უცვლელია გურამ თუშიშვილის პოზიციაც, რომელმაც ვერცხლის მოპოვების მიუხედავად მე-8 ადგილიდან წინ ვერ წაიწია.

და ბოლოს, ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ევროპაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და უკვე მე-6 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.