ლაშა გურულის პოსტი: "გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერზე კომენტარი გავაკეთო" » სპორტის ხაზი

ლაშა გურულის პოსტი: "გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერზე კომენტარი გავაკეთო"

ლაშა გურულის პოსტი: "გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერზე კომენტარი გავაკეთო"
29-04-2024, 15:28
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან დიდი ჩართულობა აქვს. აი, რას წერს ლაშა:

"ბევრი შიდა და გარე პირობების გამო, გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო."

"ერთი იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ, რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ."

"ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა, რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილოყო. შორი დისტანციიდან რუსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი, რაც მე ჩავთვალე, რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა. მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი, რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას. ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ."

"კიდე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს. მადლობა ყველას"
, - წერს ლაშა გურული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი