როდის გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო გოლი? » სპორტის ხაზი

როდის გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო გოლი?

როდის გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო გოლი?
28-04-2024, 19:19
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" სერია ა-ში სეზონი კარგად ნამდვილად ვერ მისდის, რაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც აისახა.

ნეაპოლელები 49 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან და რომელიმე ევროპულ ტურნირზე მოსახვედრად იბრძვიან, რაც ძალიან გაჭირდება, ვინაიდან და რადგანაც,
"ატალანტა" მათ 5 ქულით უსწრებს, თან ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ლაციო" კი - 5 ით.

ხვიჩა კვარაცხელიას კარგახანია არ გაუტანია. ბოლოს, როდესაც მან მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა, 8 მარტს, "ტორინოს" წინააღმდეგ მოხდა, როცა ნეაპოლელები ტურინელებთან ანგარიშით 1-1 დაზავდნენ.

როდის შეწყდება კვარას უგოლო სერია? შეძლებს იგი დღეს მოწინააღმდეგის კარის ბადეში ბურთის მოთავსებას? მათი დღევანდელი მეტოქე "რომა" იქნება.

რაც შეეხება ხვიჩას სეზონის სტატისტიკას, მას ყველა ჩემპიონატზე 41 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 10 გოლის გატანა მოახერხა 8 საგოლე გადაცემასთან ერთად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი