კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში იბერიამ პეტრიაშვილის სტადიონზე ტორპედოს უმასპინძლა, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივარს თავისი საჩემპიონო ქამარი წარუდგინა ქართველმა ჰალკმა ლევან საგინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს საგინაშვილმა დევონ ლარატი სრული უპირატესობით დაამარცხა.