ოფიციალურად: "ლესტერი" პრემიერ ლიგაში ბრუნდება » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: "ლესტერი" პრემიერ ლიგაში ბრუნდება

ოფიციალურად: "ლესტერი" პრემიერ ლიგაში ბრუნდება
27-04-2024, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გასულ სეზონში "ლესტერი" პრემიერ ლიგიდან გავარდა და ჩემპიონშიფში მონაწილეობდა. ამჟამად კი ისინი ტურნირის ლიდერები არიან 94 ქულით და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იმყოფებიან.

დღეს "ლიდსმა" წააგო და ქულები დაკარგა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მარესკას გუნდი მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში აღზევდება.

44 მატჩში "ლესტერმა" 30 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 10-ჯერ დამარცხდა. გაიტანა ჩემპიონატში ყველაზე მეტი 86 და გაუშვა ყველაზე ნაკლები, 39 გოლი, თუმცა ჩემპიონშიფის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ტური დარჩა.

გუნდის ბომბარდირი ვარდია, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და 2-ჯერ მიითვალა საგოლე გადაცემა აქტივში. მომავალ სეზონში მისი კვლავ პრემიერ ლიგაში ხილვა ნამდვილად სასიამოვნო იქნება ინგლისური ფეხბურთის ქომაგებისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი