ნაბი კეიტა "ვერდერიდან" მოკვეთეს » სპორტის ხაზი

ნაბი კეიტა "ვერდერიდან" მოკვეთეს

ნაბი კეიტა "ვერდერიდან" მოკვეთეს
17-04-2024, 01:21
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ "ლევერკუზენმა" "ვერდერს" 5-0 მოუგო და გერმანიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

"ბრემენის" ერთ-ერთი ფეხბურთელი ნაბი კეიტა ამ შეხვედრის შემდეგ გუნდიდან მოკვეთეს. ამის მიზეზი კი მისი უპასუხისმგებლო საქციელი გახდა.

მას მატჩის დღეს აცნობეს, რომ "ლევერკუზენის" წინააღმდეგ არ ითამაშებდა, რის გამოც გუნდის ავტობუსში არ ავიდა და სახლიდან უყურა შეხვედრას.

ფანბრიციო რომანო იუწყება, რომ მომდევნო დღეს "ვერდერ ბრემენმა" კეიტას სავარჯიშო ბაზაზე მისვლა აუკრძალეა და თავისუფალი აგენტის სახით ტრანსფერზე დააყენეს.

ასე და ამგვარად, ნაბის სეზონი უკვე დასრულებულია, ისევე როგორც მისი კარიერა "ბრემენის" ფეხბურთელის რანგში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი