ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალისტების წყვილი ცნობილია » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალისტების წყვილი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალისტების წყვილი ცნობილია
17-04-2024, 01:02
Aa Aa
გაზიარება:

სულ ახლახანს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირებების განმეორებითი მატჩები.

ესპანეთში ჩასულმა "პსჟ"-მ "ბარსელონას" 2 ბურთიანი სხვაობა აღმოუფხვრა და მომდევნო ეტაპზე მეტოქის 1-4 დამარცხების შედეგად (4-6 ორი მატჩის ჯამში) გავიდა.

მათი მეტოქე "დორტმუნდი" იქნება, რომელმაც პარიზელების მსგავსად "ატლეტიკოს" დაუქამბექა და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა.

პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება 30 აპრილს 23:00-ზე გაიმართება მეორე კი - 7 მაისს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი