კილიან მბაპე ლეგენდებს გაუთანაბრდა - საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალისტია » სპორტის ხაზი

კილიან მბაპე ლეგენდებს გაუთანაბრდა - საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალისტია

კილიან მბაპე ლეგენდებს გაუთანაბრდა - საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალისტია
4-12-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საფრანგეთი და პოლონეთი დაუპირისპირდნენ, სადაც დიდიე დეშამის ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამ გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინანტი 'მამლები' იყვნენ, თუმცა პოლონელებმაც რამდენიმე რეალური მომენტი გაუშვეს ხელიდან. მატჩში ანგარიში 44-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ კილიან მბაპეს გადაცემის შემდეგ გახსნა და საფრანგეთის ნაკრების მაისურით 52-ე გოლიც გაიტანა. ამ ულამაზესი გოლით 33 წლის ფეხბურთელი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კილიან მბაპე ლეგენდებს გაუთანაბრდა - საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალისტია

ჟირუმ ტიერი ანრი უკან ჩამოიტოვა და ნაკრების ბომბარდირი გახდა

მეორე ტაიმში ფრანგების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც 74-ე წუთზე კილიან მბაპეს შორეული გასროლა მოჰყვა. ამ გოლით 'პსჟ' -ს ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ისევ დაწინაურდა (4 გოლი). შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მბაპემ მეორე გოლიც გაიტანა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გატანილი გოლებით კრიშტიანუ რონალდუ ჩამოიტოვა, ლეო მესის კი გაუთანაბრდა.


მბაპე მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეულად თამაშობს

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ლორისის კართან თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის დარტყმა ზუსტი გამოდგა.

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის მეტოქის ვინაობას სულ რამდენიმე წუთში გაარკვევს, სადაც ერთმანეთს ინგლისი და სენეგალი დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი