"ამას გავაკეთებ თუ მესის ფინალს მოვუგებ" | კრიშტიანუ რონალდუ » სპორტის ხაზი

"ამას გავაკეთებ თუ მესის ფინალს მოვუგებ" | კრიშტიანუ რონალდუ

"ამას გავაკეთებ თუ მესის ფინალს მოვუგებ" | კრიშტიანუ რონალდუ
4-12-2022, 21:53
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჟურნალისტი პორტუგალიის ნაკრების უპირობო ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ კითხვას უსვამს - იხილეთ ვიდეო

"წარმოიდგინე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი პორტუგალია არგენტინის წინააღმდეგ, სადაც მესის 2 გოლი გააქვს, შენ კი ჰეთ-თრიქს ასრულებ, რას იტყვი ამაზე?"

კრიშტიანუ რონალდუ: "ეს ნამდვილი საოცრებაა. სიმართლე გითხრათ, თუნდაც მეკარემ გაიტანოს და მოვიგოთ, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნები, მაგრამ თუ ის მართლა მოხდა, რაც თქვენ თქვით, ავდგები და კარიერას დავამთავრებ."

ცნობისთვის, არგენტინისა და პორტუგალიის სათამაშო ბადეები ისეა დალაგებული, რომ ეს ორი ნაკრები ფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი