დღეს, მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი გამოდის.
კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე ჯერ ნათია გადელიას (81 კგ.) ვიხილავთ. ძალოსანი საქართველოს დროით 17:00 საათიდან გამოვა. ნათიას ასპარეზობის პირდაპირი ეთერი საქართველოს პირველი არხი სპორტზე იქნება.
ამის შემდეგ კი 20:00 საათზე შეჯიბრებაზე რევაზ დავითაძე და ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.) გამოვლენ. ამ შემთხვევაში პირდაპირი ეთერი საქართველოს პირველ არხზე იქნება.