რატომ წააგო ვოიცეხ შესნიმ ლეო მესისთან სანაძლეო? » სპორტის ხაზი

რატომ წააგო ვოიცეხ შესნიმ ლეო მესისთან სანაძლეო?

რატომ წააგო ვოიცეხ შესნიმ ლეო მესისთან სანაძლეო?
1-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, არგენტინის ნაკრებმა პოლონეთი 2-0 დაამარცხა და მუნდიალის 1/8 ფინალში კვალიფიცირდა. პირველად გოლის გატანის იდეალური შესაძლებლობა ლეო მესის პენალტის ნიშნულიდან ჰქონდა, თუმცა ვოიცეხ შესნიმ არგენტინელს ძალიან მაგარი ბურთი აუღო და პოლონეთი გაშვებული გოლისგან იხსნა.

საგულისხმოა, რომ შესნიმ მესისთან 100 ევროიანი სანაძლეო წააგო. საქმე ისაა, რომ ვიდეო რეფერის გადამოწმების მომენტში პოლონელმა მესის უთხრა, რომ მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა, მაგრამ ამაში შეცდა და სანაძლეოც წააგო.

თამაშის დასრულების შემდეგ, ვოიცეხმა თავად განაცხადა: “არ ვიცი, ამის გამო დისკვალიფიკაციით დავისჯები თუ არა, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებს. თან, არამგონია მესი 100 ევროზე ნერვიულობდეს.”

შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალში პოლონეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება, არგენტინა კი ავსტრალიის დამარცხებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი