დადასტურდა! - ვინ დაიცავს ხვალ ეროვნული ნაკრების კარს? » სპორტის ხაზი

დადასტურდა! - ვინ დაიცავს ხვალ ეროვნული ნაკრების კარს?

დადასტურდა!  - ვინ დაიცავს ხვალ ეროვნული ნაკრების კარს?
25-09-2022, 20:13
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, "ჯვაროსნები" ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს დინამო არენაზე ითამაშებს.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილმა სპორტულმა გვერდმა - GEO TEAM-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ხვალ, ეროვნული ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს.

მიუხედავად ჩრდილოეთ მაკედონიასთან გიორგი მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაშისა, როგორც სჩანს, ვილი სანიოლმა 36 წლის კარის დარაჯის სასტარტო შემადგენლობაში დაყენება ამჯობინა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარს ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

დადასტურდა!  - ვინ დაიცავს ხვალ ეროვნული ნაკრების კარს?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი