ბრაზილიის ნაკრები გაბრიელ ჟესუსის გარეშე - "არსენალის" 9-იანის პასუხი » სპორტის ხაზი

ბრაზილიის ნაკრები გაბრიელ ჟესუსის გარეშე - "არსენალის" 9-იანის პასუხი

ბრაზილიის ნაკრები გაბრიელ ჟესუსის გარეშე - "არსენალის" 9-იანის პასუხი
22-09-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა განაცხადი დაასახელა, სადაც ყველასთვის მოულოდნელად გაბრიელ ჟესუსის ადგილი არ მოიძებნა, მოთამაშის, რომელმაც "არსენალის" უკანასკნელ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. რასაკვირველია, გაბის აღნიშნული თემის შესახებ ჰკითხეს, მან კი შემდეგი რამ თქვა:

"პატივს ვცემ როგორც მწვრთნელის გადაწყვეტილებას, ასევე მთლიან სამუშაო გუნდს. როგორც მანამდე ვთქვი, მე ბრაზილიელი ვარ და ყოველთვის დავუჭერ მხარს ჩემს ნაკრებს, ასევე ყოველთვის ვცემ პატივს სხვა მოთამაშეებს, რომლებიც საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან. მე კი განვაგრძობ საუკეთესოს ჩვენებას, რათა ნაკრებში თამაშის შანსი ისევ მომეცეს", - გაბრიელ ჟესუსი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა "არსენალთან" ერთად რვა თამაშში 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი და 3 ასისტიც შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.