23 ნოემბერს, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მე-9 ფინალი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაშ ითამაშეს, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდნენ.
მატჩი მოულოდნელობების გარეშე, საქართველოს უპირატესობით წარიმართა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე ანგარიშით 32:11 დაამარცხეს და ტიტულს ზედიზედ მეექვსედ დაეუფლნენ.