შავი ლომი იბერიანსთან 9 დებიუტანტით ითამაშებს » სპორტის ხაზი

შავი ლომი იბერიანსთან 9 დებიუტანტით ითამაშებს

შავი ლომი იბერიანსთან 9 დებიუტანტით ითამაშებს
14-09-2024, 19:17
Aa Aa
გაზიარება:

‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასზე გასამართი პირველი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში 9 დებიუტანტია.

ჩვენი გუნდი კვირას, 15 სექტემბერს, საქართველოს დროით 14 საათზე ესპანეთში, ბურგოსში ადგილობრივ ‘იბერიანსს’ ეთამაშება. შეხვედრა „სან ამაროს“ სტადიონზე გაიმართება.

დებიუტანტთაგან თამაშს იწყებენ მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. მარქაფაში არიან ბურჯი ვასილ კაკოვინი, მეორე-მესამე ხაზში გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, 9 ნომერი დავით ხუროშვილი და ხაზის მოთამაშე იოანე მეტრეველი.

ტრავმა მოიშუშა და თამაშს იწყებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. პირველ ხაზში ძირითადში არიან ბურჯები დათო აბდუშელიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში ჩაჩანიძეს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება. შერკინების შემკვრელია ლუკა ივანიშვილი, რომელიც ‘შავ ლომს’ ‘იბერიანსთან’ პირველად უკაპიტნებს.

ღერძზე გამოცდილ წყვილს ვიხილავთ – თენგიზ პერანიძეს და ლუკა მატკავას. ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან, მეორე ფრთა შალვა აფციაური, ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძეა.

დებიუტანტების გარდა მარქაფაში არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა.

‘შავი ლომის’ შემადგენლობაში 10 23-წლამდე მოთამაშეა: აბდუშელიშვილი, ჭუმბაძე, ივანიშვილი, მატკავა, აფციაური, კახოიძე, თაფლაძე, ცირეკიძე, ღანიაშვილი და მეტრეველი.

ჩვენს გუნდს ‘იბერიანსის’ წინააღმდეგ აქამდე 4-ჯერ უთამაშია და ყველა მათგანში გაიმარჯვა. ოთხივე ეს შეხვედრა თბილისში გაიმართა და მეტოქეს წელს ესპანეთში პირველად ვეთამაშებით.

შავი ლომი იბერიანსთან 9 დებიუტანტით ითამაშებს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი