დღევანდელ ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიას 25:23 მოუგო, რამაც მსოფლიო რაგბის რეიტინგში ჩვენზე დადებითად იმოქმედა.
უახლესი მონაცემების მიხედვით, რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს მე-14 პოზიციიდან მეთორმეტე ადგილზე გადავიდა.
ბორჯალოსნებმა ფავორიტი იაპონიის დამარცხებით ფიჯისა და თავად იაპონიას გაუსწრეს. ახლანდელ რეიტინგში საქართველო მეთორმეტეა, ფიჯი მეცამეტე და იაპონია მეთოთხმეტე.