2024 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრები თბილისში საფრანგეთს და ინგლისს უმასპინძლებს.
სამ-თამაშიან საერთაშორისო სერიის ფარგლებში, უმცროსი ბორჯღალოსნები 4 მაისს საფრანგეთს, ხოლო 7 და 12 ივნისს ინგლისს დაუპირისპირდებიან - სამივე მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართება.
რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი წელს სამხრეთ აფრიკაში ტარდება და 29 ივნისს დაიწყება.