რამდენიმე კვირის წინ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. პორტუგალიელ ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა იყო. დაძაბულობა თავიდანვე არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა, ყველასთვის აშკარა გახდა, რომ რონალდუსა და "წითელ ეშმაკებს" შორის ურთიერთობას წერტილი მალე დაესმებოდა.
როგორც გავლენიანი ესპანური წყარო, Marca იტყობინება, ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელს, ჟოაო ფელიქსს ინგლისის პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს. 23 წლის ფეხბურთელით "ასტონ ვილაა" დაინტერესებული.