აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის გასახდელში შევიდა და ყოფილ თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა. მოგვიანებით, ამაზე კომენტარი ტომას მიულერმაც გააკეთა..
გასულ ტურში ამ გუნდების დაპირისპირება მიუნხენში შედგა და ნაგელსმანის გუნდმა ბარსელონა 2:0 დაამარცხა - აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ბაიერნის ყოფილი და ამჟამად კატალონიელთა შემტევი, რობერტ ლევანდოვსკიც იღებდა, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა...