შერმადინის ორმაგი დუბლი - “ტენერიფემ” პოზიცია გაიმყარა » სპორტის ხაზი

შერმადინის ორმაგი დუბლი - “ტენერიფემ” პოზიცია გაიმყარა

შერმადინის ორმაგი დუბლი - “ტენერიფემ” პოზიცია გაიმყარა
27-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ესპანეთის საკალაბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას ეგიდით ჩატარებულ მატჩში “ლენოვო ტენერიფე” “ბილბაოს” ესტუმრა და ანგარიშით 83:60 გაიმარჯვა. გიორგი შერმადინის კლუბმა სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარა.

რაც შეეხება საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრის მონაგარს აღნიშნულ შეხვედრაში, მან მხოლოდ 18:42 წუთის მანძილზე ითამაშა. ამ მცირე დროში ორმაგი დუბლი მიითვალა - 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. აღნიშნული მაჩვენებლებით, გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი