მამარდაშვილმა ისევ გაიბრწყინა, თუმცა ვალენსიამ წააგო - რა შეფასება დაუწერეს ქართველ ფეხბურთელს » სპორტის ხაზი

მამარდაშვილმა ისევ გაიბრწყინა, თუმცა ვალენსიამ წააგო - რა შეფასება დაუწერეს ქართველ ფეხბურთელს

მამარდაშვილმა ისევ გაიბრწყინა, თუმცა ვალენსიამ წააგო - რა შეფასება დაუწერეს ქართველ ფეხბურთელს
5-02-2023, 21:51
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ლა ლიგის მე-20 ტურში ხირონა საკუთარ მოედანზე ვალენსიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო და მარცხის მიუხედავად გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც 7 მოგერიება ჰქონდა. განსაკუთრებით რთული იყო ბოლო მოგერიებული ბურთი, რომელიც ბევრს ჯალუიჯი ბუფონის ისტორიულ სეივს გაგახსენებდათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, Sofascore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. ქართველმა მეკარემ 7.9 ქულა დაიმსახურა და საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

გეტყვით იმასაც, რომ ამ წაგების შემდეგ, ღამურებს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ქულა აშორებს.

მამარდაშვილმა ისევ გაიბრწყინა, თუმცა ვალენსიამ წააგო - რა შეფასება დაუწერეს ქართველ ფეხბურთელს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი