"ბარბოზ, 25 ჩორნი დევი" - როგორ გამოეხმაურა ჭიკაძე ბარბოსას თამამ განცხადებას » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

"ბარბოზ, 25 ჩორნი დევი" - როგორ გამოეხმაურა ჭიკაძე ბარბოსას თამამ განცხადებას

"ბარბოზ, 25 ჩორნი დევი" - როგორ გამოეხმაურა ჭიკაძე ბარბოსას თამამ განცხადებას
16-07-2021, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

აგვისტოს თვეში პირველი ქართული ე.წ. "მეინ ქარდი" არის ჩანიშნული, რომელშიც გიგა ჭიკაძე მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მებრძოლი საკუთარი წონის კიდევ ერთი ათეულის წევრს, ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება.

მებრძოლები ოქტაგონზე გასვლამდე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობენ მეტოქეების ფსიქოლოგიურად დაძლევას და ამით უპირატესობის მოპოვებას.

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელმა ერთ-ერთ ვიდეოში ასეთი რამ განაცხადა: "გიგას 25 წუთის განმავლობაში ოქტაგონზე ჩემი გაძლება არ შეუძლია."

ჭიკაძეს ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია და სოციალურ ქსელში იუმორისტული პოსტიც გამოაქვეყნა:

"ბარბოზ, 25 ჩორნი დევი." - წერს გიგა საკუთარ ფეისბუქზე.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი