მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება, სადაც ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდსა და მის ნორვეგიის ნაკრებს ვერ ვნახავთ. სწორედ ამ მიზეზით, ბრიტანულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც დაიწერა, ინგლისის მე-7 დივიზიონის გუნდი, კერძოდ ეშტონ იუნაიტედი აპირებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ერლინგ ჰოლანდი იჯარით დაიმატოს, რაც 28 დღეს გასტანს:
"ეს აზრიანი შეთანხმება იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მანჩესტერ სიტი თამაშს არ გეგმავს, ჩვენ კი ერლინგს ფორმის შენარჩუნებაში დავეხმარებით. ვფიქრობ, ეს გოლფის თამაშს ნამდვილად აჯობებს. ნორვეგიელი ჩვენს გუნდს ძალიან მოუხდებოდა." - ეშტონ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 1998 წელს გავიდა, სადაც გუნდმა 1/8 ფინალში გასვლაც მოახერხა, იქ კი იტალიის ნაკრებთან 1:0 დამარცხდა.