UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა აღნიშნა, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ბრძოლაში ამერიკელისკენ იხრება.
ამ ბრძოლაში უფრო მაქსისკენ ვიხრები, თუმცა, მსურს, რომ საქმეში ილია თოფურიაც ვნახო.
ჩემი აზრით, ილიას სათანადო დაფასება არ აქვს. ის მაღალი დონის ოსტატია და მისი გამარჯვება საერთოდ არ გამიკვირდება.
მიუხედავად ამისა, მე ფავორიტად მაინც ჰოლოუეის მივიჩნევ. ზოგადად, ერთხელ უკვე შევცვდი, როდესაც ვთქვი, რომ ვოლკი ილიას დაამარცხებდა. ასე რომ, წინ ყველაფერია მოსალოდნელი.
- თქვა უიტეკერმა.