ადანი: “კვარაცხელია ტექნიკურად ძალიან ძლიერია” » სპორტის ხაზი

ადანი: “კვარაცხელია ტექნიკურად ძალიან ძლიერია”

ადანი: “კვარაცხელია ტექნიკურად ძალიან ძლიერია”
7-02-2023, 10:17
Aa Aa
გაზიარება:

“ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა, იტალიელმა დანიელმა ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ ფეხბურთელებშია. ტექნიკურად ძალიან ძლიერი გარემარბია და ყველაფერს აკეთებს: გოლები გააქვს, თანაგუნდელებს პასებს უკეთებს, ამავდროულად თავისი გუნდისთვის დაცვით ფაზაშიც მუშაობს.

ამ ბიჭს ყოველთვის და ყველაფერზე სწორი დამოკიდებულება აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ სწრაფად გაიზარდა. იტალიაში ჩამოსვლის დღიდან აჩვენა, რომ ძლიერი და გადამწყვეტია, თანაც ისეთ გამორჩეულ ჩემპიონატში, როგორიცაა სერია A” - განაცხადა “ნერაძურის” ყოფილმა მოთამაშემ.

ქართველი შემტევის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი